ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების დღეს წესრიგს 642 მილიციონერი დაიცავს

ოკუპირებულ აფხაზეთში 12 მარტს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. კანდიდატებს 50%+1 ბარიერის გადალახვა მოუწევთ.  თუ ვერც ერთი საარჩევნო სუბიექტი ვერ დააგროვებს ხმების ნახევარს, მაშინ 2 კვირაში მეორე ტური გაიმართება. არჩევნები ჩატარებულად გამოცხადდება, თუ მოსახლეობის 25% მიიღებს მონაწილეობას.

უფროსი ინსპექტორი მილანა ნარმანია აცხადებს, რომ არჩევნების დღეს წესრიგს 642 მილიციონერი დაიცავს. ისინი 35 საარჩევნო ოლქში გადანაწილდებიან.