ზაზა ოქუაშვილს, დღეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდება

“ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს, დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება დღეს შეუწყდება.

ეს იქნება ერთადერთი საკითხი, რომელიც საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განიხილება.

ოქუაშვილი უმაღლეს საბჭოში “პატრიოტთა ალიანსის” პარტიული სიით მოხვდა, საკანონმდებლო ორგანოს კი დეპუტატის მანდატის მოხსნის შესახებ თავად მიმართა. ზაზა ოქუაშვილს ამ გადაწყვეტილების მიზეზები განცხადებაში არ დაუსახელებია.