ისევ აქცია ბათუმში-ამჯერად აქციას ვარშალომიძე აანონსებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვარშალომიძე ბათუმელებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და მშვიდობიანი აქციის გამართვას სთავაზობს.

„ყველა ვუყურებთ ალბათ ამ კადრებს და მე ყველა ბათუმელს, აჭარის მაცხოვრებელს მოვუწოდებ სიწყნარისკენ. დღეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის მშვიდობა, დღეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილურობა. ეს ჩვენი ქვეყანაა, ამიტომ მოვუწოდებთ ჩვენ ყველას, ვინც წინააღმდეგია იმ საქციელის, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა,  მშვიდობიანი აქციით 18:00 საათზე აჭარის მთავრობის წინ ერთად დავდგეთ და ვაჩვენოთ თუ რამდენი ვართ, ვთქვათ ჩვენი სიტყვა. ჩვენი მიზანია მშვიდობიანად ყველაფერი გავაკეთოთ,“ – განაცხადა  ვარშალომიძემ “კურიერთან” საუბრისას.