„ვიდეო დამონტაჟებულია! კუთხური შუღლის გაღვივება საქართველოს მტრების დიდი ხნის გეგმაა!“

ზვიად ტომარაძე

-“მეგობრებო! სოციალურ ქსელში და მედია სააგენტოებზე ვრცელდება დამონტაჟებული ვიდეო, სადაც ბათუმში აქციის მონაწილე აჭარლები აგინებენ საქართველოს, სინამდვილეში სიტყვა “საქართველოს” მაგივრად, იძახიან “სამმართველოს”

1. მოვუწოდებ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს დაინტერსედეს და გამოიძიოს თუ ვინც ვდილობს საქართველოში კუთხური შუღლის გაღვივებას, რაც არის საქართველოს მტრების დიდი ხნის გეგმა და ოცნება!

2. ასევე მოვუწოდებ მედია სააგენტოებს, თავისდაუნებურად ნუ გახდებიან ამ ქვეყნისთვის საზიანო ქმედების თანამონაწილეები და სუკუთარი გვერდებიდან აიღონ ეს დამონტაჟებული ვიდეომასალა.

3. მივმართავ სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ნუ გააზიარებთ ამ ქვეყნის დაშლისკენ მიმართულ პროვოკაციულ ვიდეოს!”