ბათუმის მოვლენები – რა ინფორმაცია აქვს პაატა ჯიბლაძეს…

„მემარცხენე ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე „მარშალპრესის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ბათუმის მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც ჯიბლაძე აცხადებს, ადგილი ჰქონდა სამოქალაქო ომის დაწყების მცდელობას. პაატა ჯიბლაძე ამბობს, რომ ბათუმის მოვლენები „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით იყო დაგეგმილი, რომლებიც სამოქალაქო დაპირისპირების შექმნით, ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებოდნენ.

”11 მარტის ბათუმის მოვლენებიეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია და მიმართული იმისკენ, რომ განმეორებულიყო ცნობილი 90-იანი წლების მოვლენები, ანუ ქვეყანაში დაწყებულიყო სამოქალაქო დაპირისპირება, სამოქალაქო ომის სახით და ამით ესარგებლა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნებას შეეცდებოდა.

მინდა რამდენიმე ნიუანსს გავუსვა ხაზისანამ ბათუმის მოვლენები დაიწყებოდა, სწორედ იმ დღეს მიმდინარეობდარუსთავი 2“-ის მხარდასაჭერი აქცია. ამის გარდა, როდესაც პატრულმა კონკრეტული მოქალაქე დააჯარიმა, ძალიან მალევე, დაახლოებით 20-მდე ადამიანი გაჩნდა იქვე, რომლებმაც პატრულს წინააღმდეგობა გაუწიეს. ამას შემდეგ მოხდა იმ მოვლენების განვითარება, რაც საზოგადოებამ იხილა. არსებული ინფორმაციით, 75-მდე პირია დაკავებული, მათ შორის არიანგარდაბნის, ხონის, თეთრი წყაროს, ქარელის, ლანჩხუთის, წყალტუბოს, აბაშის, ადიგენის, ვანის მუნიციპალიტეტების მაცხოვრებლები. საიდან მოხვდნენ ეს ადამიანები იმ არეულობის ეპიცენტრში, თუ არა რომელიღაც პოლიტიკური პარტიის მიერ წინასწარი განზრახვით ჩაყვანილი. ასევე საინტერესოა, როგორ შეიარაღდნენ აქციის მონაწილეები ასე ოპერატიულად და ასეთი დიდი რაოდენობის მოლოტოვის კოქტეილით?

აფერუმ! – ჩვენი სამართალდამცავების მოქმედებას, მათ არ დაუშვეს ძალის ზედმეტი გამოყენება და ბრძნული მოქმედებით ჩააცხრეს ის პროცესები, რომელიც შეიძლება უმართავ სიტუაციად გადაქცეულიყო. ფაქტები ძალიან ბევრია, გაიხსენეთ, ნიკა მელიას მოწოდება რუსთაველზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროსგაიხსენეთ, თითქოს დარუსთავი 2“-ის უფლებების დასაცავად მისი გენერალური მდივნის და არა გენერალური დირექტორის მხრიდან გამოცხადებული მხარდაჭერა ბათუმში განვითარებული მოვლენებისადმიასევე იყო მოწოდებები რუსთაველების, ქუთაისელების, სხვა ქალაქელების მაცხოვრებლების მიმართ, გასულიყვნენ ქუჩაში და მხარი დაეჭირათ იმ პროცესებისადმი. ეს იყო გამიზნული ქმედება იმისთვის, რომ ქვეყანაში მომხდარიყო არეულობა, ამით ესარგებლანაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტ პარტიებსა და არასამთოვრობო ორგანიზაციებს, რათა ხელსიყფლებაში დაბურნებულიყყვნენ.

ამის თაობაზემემარცხენე ალიანსსარაერთხელ განუცხადებია, რომნაციონალური მოძრაობისგანდა მათი სატელიტებისგან მოსალოდნელი იყო მსგავსი პროცესების განვითარება.

ჩვენმემარცხენე ალიანსიშესაბამის უწყებებს მოვუწოდებთ, დეტალურად გამოიძიონ ეს საქმე და უმკაცრესად დასაჯონ ამ ყველაფრის შემოქმედნი. ეს პროცესი ბოლომდე თუ იქნება გამოძიებული, აუცილებლად მივალთნაციონალური მოძრაობისსათავეებთან და აუცილებლად დადგემა საკითხი იმისა, რომ მოქმედი ფაშისტური პარტიანაციონალური მოძრაობააიკრძალოს“, – აცხადებს პაატა ჯიბლაძე.