ექსპერიმენტი, რომელიც უსწრებს დროს – კარტოფილი მარსზე

ნასა-მ და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრმა გადაწყვიტეს ჩაატარონ ინდივიდუალური ექსპერიმენტი და კარტოფილი მარსის გრუნტში დათესონ.

-„ეს არის ექსპერიმენტი, რომელიც უსწრებს დროს. ადამიანი ჯერ უნდა გაფრინდეს მარსზე და შექმნას იქ ისეთი ბაზა, ისეთი პირობები, რომ მას იქ რაღაც დროის მანძილზე შეეძლოს არსებობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიუახლოვდება ის კარტოფილის მარსზე მოყვანის პროცესს“-განაცხადა ბიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა მარგარიტა ლევინსკიმ.