საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებებია

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, 32 ათასი მოქალაქე, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინი სერვისებს ვეღარ მიიღებენ, თუმცა, როგორც მინისტრი აცხადებს, ისინი რჩებიან სახელმწიფო ჯანდაცვის სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

გარდა ამისა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს, რომელთა რაოდენობაც 1.7 მლნ-ია და რომლის შემადგენლობაშიც შედიან 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები და სოციალურად დაუცველები, ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ, ამასთანავე მათ ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით.