აშშ-ს საელჩო: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს

საქართველოში აშშ-ისსაელჩო განცხადებას ავრცელებს და ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ არცევნებს ეხმიანება:

“ამერიკის შეერთებული შტატები სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატები არ სცნობს არჩევნების შედეგებს, რომელიც არალეგიტიმურად ჩატარდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე; და გმობს გადაწყვეტილებას სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებადი რეგიონის სამხედრო ძალების რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრულია- ორივე ეს რეგიონი წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს.

ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები არის ფორუმი მიმართული საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შექმნილი ვითარების გადაჭრისკენ; და გამომდინარე აქედან, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, თავი აარიდონ ისეთ ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრის ამ მოლაპარაკებებს”- ნათქვამია განცხადებაში.