ქართულ პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი ახალი პარტია შეემატება

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. როგორც მან „განსხვავებულ აქცენტებში“ განაცხადა, დღეს  ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება სერიოზული და ფუნდამენტური შეცვლა, რადგან ქაოსია. ის არსებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებს და ამბობს:

-„თქვენ მე მეკითხებით, ივანიშვილი არაფორმალურ მმართელობაში მონაწილეობდა? კი! შეცდომებს უშვებდა? კი! 2016 წლის მდგომარეობით მან განაპირობა ქვეყნის არასწორ გზაზე დადგომა თავისი ხედვებით? მე გეუბნებით, კი! ქაოსი შექმნა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა სისტემამ. მეკითხებით, ვინ არის პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე? გეუბნებით, ივანიშვილი.

უსუფაშვილი მის გვერდით ბევრ ადამიანს მოიაზრებს, თუმცა კონკრეტულს ჯერ მაინც არაფერს ამბობს, ერთი კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ-ქართულ პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი ახალი პარტია შეემატება.

უსუფაშვილის თქმით მისი პარტია ივანიშვილის პრინციპულ ოპოზიციაში იქნება.