„რა რეფერენდუმი, დაუბრუნეთ ყირიმი უკრაინას და შეწყიტეთ ყირიმელების დევნა!“

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ აპირებს ყირიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში სცნოს.

-„რუსეთმა უნდა დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას და თავი დაანებოს რეპრესიებს. თეთრი სახლი არ აპირებს არც არანაირი „რეფერენდუმის“ შედეგების აღიარებას. ყირიმი ანექსირებულია და სისტემატურად ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა“-განაცხადა ტონერმა.

წყარო: dialog.ua