„ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულები: პროკურორებმა გამოგვიცხადეს ვასრულებთ სასამართლოებს და დარჩენილი ობიექტები აღარ განიხილებაო!

მას შემდეგ, რაც ცენტრპოინტისმიერ დაზარალებულებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს,

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0-%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%96/

ბევრი არაფერი შეცვლილა, ბევრი კი არა, არც ცოტა შეცვლილა მდგომარეობა და მეტიც, როგორც ამბობენ, სასამართლო პროცესები სრულდება და დაზარალებულთა საქმეს აღარ დაუბრუნდებიან. დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ.

„ცენტრ პოინტის“ მიერ ერთ-ერთი დაზარალებული ეკატერინე შაფათავა აღშფოთებას ვერ მალავს საუბრის დროს და ამბობს:

-„ დაზარალებულებს საქმე ისე არ წავიდა ჩვენ რომ ველოდით, სერიოზულად ვართ აფორიაქებული
პროკურორებმა გამოგვიცხადეს ვასრულებთ სასამართლოებს და დარჩენილი ობიექტები აღარ განიხილებაო, მათ შორის ჩემი “მარიჯანიცაა”, რომლის გამოძიება თითქოსდა ოქტომბერში უკვე დასრულებული ჰქონდა პროკურატურას და “ბათუმის მაგნოლიას” მსგავსად ცალკე ეპიზოდად აპირებდნენ სასამართლო წარმოების დაწყებას…. 6 თვეა ველოდებით და ახლა გვეუბნებიან აღარ დავიწყებთ სასამართლო განხილვასო…… ასევეა “დაკიდებული ბაღები” და “დიდი დიღმის” კორპუსები……გაგჟებას ვართ! მოკლედ სასწრაფოდ გვჭირდება მედიის  მხარდაჭერა და დახმარება.
ეს კი ბათუმის „მაგნოლიას“  დღევანდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოებია, გთხოვთ საზოგადოებას აჩვენოთ რეალობა“-გვითხრა ქალბატონმა ეკამ და ფოტოებიც მოგვაწოდა.

რჩეულიშვილების საამაყო “ბათუმის მაგნოლია”

 

ესეც “დასრულებული” ბაკურიანი -5

კიდევ ერთი დაზარალებული აცხადებს, რომ სულ ახლახანს, „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულმა ახალგაზრდა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა ეს ფაქტი უყურადღებოდ დარჩა! მისივე თქმით, იყო შემთხვევა, როცა კომპანიის მიერ დაზარალებული ასევე ახალგაზრდა კაცი გარაჟში ჰყავდათ დასვენებული იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ბინის მოლოდინში ოთახში, სადაც ის იყო “თავშეფარებული”, კუბო ვერ დადგეს!!!

როგორც დაზარალებულები ამბობენ,  კორპუსები, რომლებიც 2008 წელს უნდა ჩაებარებინათ, ჯერ კიდევ, დაწყებულიც არ არის და ასეთ დროს სასამართლო პროცესების შეჩერება დანაშაულია.