ერდოღანი: ევროპაში მცხოვრებო თურქებო! დაიპყრეთ ევროპა დემოგრაფიულად!

თურქული გამოცემა  Hurriyet წერს, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა საზღვარგარეთ მცხოვრებ თურქებს მოუწოდა იყოლიონ 3-5 შვილი, რათა გახდნენ „ევროპის მომავალი“.

-„მოვუწოდებ ევროპაში მცხოვრებ ჩემს მოქალაქეებს, იყოლიონ 3-5 შვილი, ის ადგილი, სადაც ახლა თქვენ ცხოვრობთ და მუშაობთ, თქვენი მეორე სამშობლოა. იცხოვრეთ საუკეთესოდ, დაიწყეთ ბიზნესი, შვილები ატარეთ საუკეთესო სკოლებში და რაც მთავარია, იყოლიეთ 5 თვილი, რადგან სწორედ თქვენ, ჩვენ ვართ ევროპის მომავალი. გამრავლება იქნება საუკეთესო პასუხი იმ ვულგარულობისა და დამცირებისთვის, რასაც ჩვენ ხშირად ვაწყდებით. დაიპყრეთ ევროპა დემოგრაფიულად“-მიმართა თანამოქალაქეებს ერდოღანმა.

მისივე თქმით ევროპას არ უყვარს თურქეთი და განიცდის დისკომფორტს იმიტომ, რომ ქვეყანამ მიაღწია თავისუფლებას და ეკონომიკურ აღმავლობას.