არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას!

პრემიერ-მინისტრი დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს  სასაზღვრო სექტორზე იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილი  შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მე-5 სამმართველოს (ლაგოდეხი) მე-7 სასაზღვრო სექტორის მესაზღვრეებს შეხვდა და მათ  სამუშაოპირობებს ადგილზეგაეცნო.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს  წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. მან მადლობა გადაუხადა მესაზღვრეებს გაწეული სამსახურისთვის, სამშობლოს დაცვისთვის, ვაკაცობისა და ამტანობისთვის.

“თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის,  ჩვენი სიმშვიდისთვის. გისურვებთ დღეგრძელობას, საქართველოს გაძლიერებას, თქვენი ოჯახების კეთილდღეობას,”- განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.

დღესვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი დიკლოში იმ მესაზღვრეებს შეხვდა, რომლებიც  N7 სასაზღვრო სექტორის დროებით სასაზღვრო პოსტზე მსახურობენ. გიორგი კვირიკაშვილმა მათ ასევე მიულოცა პროფესიული დღესასწაული.

შსს-სსასაზღვრო პოლიციამთელი ქვეყნისმასშტაბით ახორციელებსხუთწლიან მოდერნიზაციის, სტანდარტიზაციისადა უნიფიკაციისპროგრამას, რომელიცმიზნად ისახავსსასაზღვრო პოლიციისთანამედროვე ტექნოლოგიებითაღჭურვას, ინფრასტრუქტურის განახლებას, საზღვაო ფლოტისადა ავიაციისსაშუალებების მოდერნიზაციას. ამერიკისშეერთებული შტატებისადა ევროკავშირისმხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტოსაშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა  სასაზღვროპოლიციის კომუნიკაციისადა ინფორმაციისსისტემები.

თუშეთში მყოფი პრემიერ-მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, იწყება თუშეთის გზის მშენებლობა, რაც უმნიშვნელოვანესია მთა–თუშეთის განვითარებისთვის; ხორციელდება მთელი რიგი სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად; ასევე დაგეგმილია წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა და ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები.