ევროკომისარი: თურქეთი სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა Bild-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთი სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირს და ანკარამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას.

-„თურქეთი სულ უფრო და უფრო შერდება ევროკავშირს და ანკარამ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ევროკავშირის წევრობა არარეალური ხდება“-განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით თურქეთი „მხოლოდ ერდოღანი არ არის და მოქალაქეების დიდ ნაწილს სიტყვა შეზღუდული აქვს“. ჰანესის განცხადებით, თურქეთში დაგეგმილი რეფერენდუმი კონსტიტუციის შეცვლაზე „ევროპისგან დაშორებაა“.

ევროკომისარმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ანკარამ თავის პოლიტიკას უნდა გადახედოს, პირველ რიგში მისცეს დამოუკიდებლობა სასამართლოს, გადახედოს დაკავებულთა საქმეს და თავი შეიკავოს სიკვდილით დასჯის კანონის ინიცირებისგან.