ბრიტანეთში ახალ რეფერენდუმს ითხოვენ

მეორე დღეა მსოფლიო Brexit-ის შედეგებზე მსჯელობს. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერნდუმის შედეგად, მოსახლეობამ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ევროგაერთიანებაში დარჩენის მსურველები მორიგი რეფერენდუმის დანიშვნას ითხოვენ.

პეტიცია, ახალი რეფერენდუმის შესახებ, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 555 000-მა ბრიტანელმა ხელი უკვე მოაწერა. ისინი, ევროკავშირის წევრობის შესახებ რეფერნდუმის ჩატარებას ახალი წესით ითხოვენ. წინადადების თანახმად, ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, თუკი წინაზე ამომრჩველთა აქტივობა 75%-ზე ნაკლები იყო, ან ევროკავშირში დარჩენის ან გასვლის მომხრეთა რაოდენობა 60%-ზე ნაკლები.

კომენტარის დატოვება