თბილისში პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა

თბილისში, პირველი ღია საჭიდაო არენა გაიხსნა, სადაც ისნის რაიონის გამგეობის ორგანიზებითა და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობით, ტურნირი „თბილისის ფალავანი 2018“ გაიმართა. პირველი ღია ქართული საჭიდაო არენა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოეწყო, რომელიც მრავალფუნქციურია და 500 მაყურებელს იტევს.

არენასა და სკვერში ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.

საჭიდაო არენის მშენებლობისა და სკვერის მოწყობისთვის ისნის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 353 313 ლარი დაიხარჯა.