„ჟინვალიდან დახმარებისთვის მოგვმართეს, „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები მოქალაქეებს აშინებენ…“

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის შტაბის ხელმძღვანელი ზურაბ ოტიაშვილი ამბობს, რომ მას აქტიურად უკავშირდებიან სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები და იმ მუქარებზე უყვებიან, რომელიც მათი მისამართით ისმის. ამჯერად შტაბის ხელმძღვანელს ჟინვალიდან დაუკავშირდნენ.

-გაერთიანებული ოპოზიციის წევრები და გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ დადიან ოცნების წარმომადგენლები და ხალხში ხმას ვრცელებენ, რომ თუ ოცნებას არ მისცემენ ხმას, შეუწყდებათ მაღალმთიანი სტატუსი და შესაბამისად აღარ ექნებათ მაღალმთიანი კანონით გათვალისწინებული შეღავათები. ამ საღამოს  კონკრეტული შემთხვევა გვხვდება ჟინვალის მოსახლეობასთან.

ამ ეტაოზე შეგნებულად არ ვასახელებ იმ ადამიანებს, რომლებთანაც უკვე იყვნენ და დაშინება სცადეს,  როგორც ეს ადამიანები პირად საუბრებში ამბობენ,  ჟინვალში ქართული ოცნების დეპუტატთან დაახლოებული პირი ტარიელ ჩხუტიაშვილი და დედამისი დადიან და ხალხში ამ ინფორმაციას ავრცელებენ.

მინდა ვუთხრა ამომრჩეველს-ვერავინ ვერ სტატუსს შეუჩერევს და ვერც დახმარებას მოუხსნის, ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე.

ჩვენგან რეაგირება უმკაცრესი იქნება“-აცხადებს ზურაბ ოტიაშვილი.