„თავი უნდა შევაკლა ვიღაცას ან მე უნდა მოვკლა! – რატომ უნდა ჩამაგდოს ჩემმა სახელმწიფომ ამ დღეში?“

ეს ჩვენი მკითხველის წერილია, რომელიც საკმაოდ აქტუალურ თემას ეხება. წერილი ასე იწყება-„არ ვიცი გამოიტანთ თუ არა ამ წერილს სააშკარაოზე, მაგრამ მინდა მჯეროდეს, რომ არ გაჩუმდებით და თქვენც ეშმაკი არ აგაფარებთ თვალებზე ხელს! ახლა არ არის გაჩუმების დრო!“

  ჩვენ უცვლელად გთავაზობთ იურისტის წერილს. (ვინაობა კომფედენციალურია)

-„ესეც ის სტიკერ-პოსტი, რომელმაც შთამაგონა დამეწერა ეს ყველაფერი და თქვენთვის გამეზიარებინა, ემოციებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ეს პირუთვნელი სიმართლეა.

საუბედუროდ მე შესანიშნავად ვიცი, თუ რა უბედურება მოაბიჯებს ამ კანონით–იურისტი ვარ და სპეციალურად დავინტერესდი ამ პრობლემით, შედეგი?–მტრისას და ავისას, ამას რაღაც დიდი უბედურება მოჰყვება შედეგად.

რომელი ოსი ან აფხაზი გამოიხედავს ჩვენკენ ასეთი კანონების ვითარებაში? ვის უნდა შვილის დაკარგვა? გველი რომ გველია, იმასაც კი უყვარს თავისი პირმშო–საქართველოში ამის დაშვება საქართველოს დაღუპვის ტოლფასია, თუ დამიჯერებთ, ეს გენოციდზე უარესი არაადამიანობაა!

ამათთვის არ არსებობს კანონი და სასამართლო–არ ყოფილა ჯერ პრეცედენტი, რომ იუვენალურ კანონს ბავშვი წაერთვას და მერე მშობელს დაუბრუნდა. მსოფლიო არ იცნობს ასეტ პრეცედენტებს. ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მოერია ამას და ჩვენ რა ღმერთი გაგვიწყრა, რომ ასეთ განსაცდელს ვუმზადებტ ისედაც გაჭირვებაში მყოფ ქართველ ერს:( ამ ამბავში დიდი ფული ტრიალებს, თანაც ნებისმიერს შეუძლია დაწეროს „დანოსი“ არასასურველ ადამიანზე და ეს სავსებით საკმარისია, რომ იუვენალური გილიოტინა ამუშავდეს, ვიღაცა ამაზე გამორჩენას ელოდება, ეს ხომ ნამდვილი ქრისტესმტყუვარებაა, ზოგჯერ მირჩევნია საერთოდ არ მქონდეს ცოდნა და განათლება–რომ არ ვინერვიულო ამაზე, მაგრამ ეს უკვე რეალობად გვიქციეს და რაღაცნაირად უნდა გადავირჩინოთ თავი!

ვიცი, აქ არ არსებობს გარჩევა კარგი და ცუდი მშობლის, აქ მიჰყავთ ყველა, ვინც მოეწონებათ სავაჭროდ ან ორგანოების დონორად.  აბა მითხარით ამას რომ გაგიკეთებს ის ხელისუფალი რისი ღირსია? ვინ მისცემს აწი ამათ ხმას? ნაცები მოვიშორეთ, კოჰაბიტაციას ვწუხდი–დამნაშავე რეჟიმთან კოჰაბიტაცია როგორ შეიძლებოდა- მეთქი ვწერდი და ესენი უარესები აღმოჩნდნენ!  ძალიან მწყდება გული, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ომის დროს არ მიმიტოვებია ჩემი სამშობლო და ახლა იმ ჭკუაზე ვარ, ოღონდ გადავარჩინო ჩემი პატარა და ცხრა მთას იქითაც წავალ, სადმე, სადაც არ არსებობს იუვენალური ფაშიზმი!

მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს და ალბათ უკვე მიმიხვდით თუ რატომ ვშფოთავ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს კანონი არ იმოქმედებს, მაგრამ ვაი და იმოქმედა? მერე თავი უნდა შევაკლა ვიღაცას ან უნდა მოვკლა მე–ადამიანმა, რომელსაც ჭიანჭველისთვის არ დამიდგამს ფეხი–რატომ უნდა ჩამაგდოს ჩემმა სახელმწიფომ ამ დღეში? ხომ ყვიროდა სამღვდელოება? ხო იყვნენ პარლამენტშიც? სადაა შედეგი? ესენი გაგვწირავენ–უკვე აღარ მჯერა არავისი. ზოგს ვცდილობ გავუზიარო და თითქოს ვერ აცნობიერებენ თუ რა საშინელებასთან გვაქვს საქმე.  ეშმაკი აფარებთ თვალებზე ხელს, თუ რა ხდება ვერ გავიგე. ხალხს ვერ გავაგებინე–ვისთანაც მქონდა საუბარი–არაადეკვატური რეაქცია აქვს ყველას, ვერავინ იჯერებს, რომ ეს კანონია, არადა უკვე კანონია.  გაოგნებული ვარ და მე ოცნებას დიდი სიხარულით მივეცი ხმა. მეგონა გვეშველა და ფაშიზმი დამთავრდა!

უფალმა იხსნას ჩვენი შვილები, დედა ღვთისმშობელმა დაიცვას ჩვენი დედაშვილობა!“

13511396_1654124441576469_1983545100_n

კომენტარის დატოვება