ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ახალი მოადგილეები ჰყავს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე საკადრო გადაწყვეტილებები მიიღეს.

ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, ფრაქციის წევრებს, თავმჯდომარის ახალ მოადგილეებად პარლამენტის წევრების: ბექა ოდიშარიას, დავით მათიკაშვილის და ირაკლი ტრიპოლსკის კანდიდატურები წარუდგინა. ფრაქციის წევრთა გადაწყვეტილებით, წარმოდგენილი კანდიდატურები, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეებად ერთხმად აირჩიეს.