თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? დღევანდელ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების დროა?

პრემიერი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ  მთავრობის ორთაჭალაში გადასვლა იგეგმება, არჩილ გამზარდია ეხმიანება:

-“ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? დღევანდელ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების დროა? სადაც მუშაობთ, იქიდანაც კი უნდა გამოგყაროთ წესით ხალხმა, ახლა კიდევ ეს უზარმაზარი ხარჯები?

ნაცების კაბინეტებზე რომ ლაპარაკობდით და არამიზნობრივ ხარჯებზე, ახლა თქვენ მადა მოგემატათ, ხომ?-აცხადებს გამზარდია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერის ინფორმაციით, გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურებისთვის სივრცის შექმნა, რომელსაც ბიზნეს სახლი ეწოდება. ამ პროექტის განხორციელება ორთაჭალაში უკვე დაწყებულია.

„მოგეხსენებათ, გათვალისწინებულია ერთიანი მომსახურებისთვის სივრცის შექმნა, რომელსაც ბიზნეს სახლი ეწოდება. ამ პროექტის განხორციელება ორთაჭალაში უკვე დაწყებულია.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მომსხურების კიდევ უფრო გაიოლების კიზნით, იმ ადგილის გვერდით, სადაც ხორციელდება ბიზნეს სახლის პროექტი , გავაკეთოთ სამთავრობო ქალაქის პროექტი. ძალიან დიდი ტერიტორტია გამოიყო ამისთვის, სადაც განხორციელდება სამინისტოების გადატანა, რაც ერთის მხრივ ძალიან კარგი იქნება იმიტომ, რომ ქალაქის ცენტრში ძალიან ბევრი საოფისე თუ სასტუმროების სივრცე გამოთავისუფლდება. მეორეს მხრივ წახალისდება მშენებლობის სექტორი.

ძალიან მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება, სადაც არაერთი სამინისტრო განთავსდება.

პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორთაჭალის იმ სივრცეში თავს მოიყრის მთელი მთავრობის, პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, შეიძლება ერთეული სამინისტროების გარდა, რაც პრაქტიკულად უზრუნველყობს როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას.

ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამ პროექტის დაწყებას მივესალმები“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.