აქციის მონაწილეების დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება

აქციის ლიდერებმა მერიის ტერიტორია დატოვეს. როგორც თბილისის მერობის კანდიდატი ზალიკო უდუმაშვილი ამბობს, აქცია დაშლილია ძალის გამოყენებით. მისი თქმით აქციის მონაწილეები არ ეწინააღმდეგებოდნენ პოლიციელებს, რადგან ისინი დავალებას ასრულებდნენ.

-„უკანონო დავალებას“-აღნიშნა უდუმაშვილმა.

აქციია მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები კიდევ გაგრძელდება და არ მისცემენ მერიას ტერიტორიების გასხვისების უფლებას.

აქციაზე ადგილი ჰქონდა დაკავებებს, თუმცა ოფიციალური მონაცემი რამდენი ადამიანია დაკავებული არ არსებობს. არც ის არის ცნობილი თუ სად არიან დაკავებულები.

ბოლო მონაცემებით, დაკავებულია სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი.

აქციის მონაწილეების დაკავება ამ წუთებშიც გრძელდება.