მერიასთან სიტუაცია დაიძაბა

ამ წუთებში ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, კერძოდ პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები  მერიაში შესვლას ცდილობენ. მათ წინააღმდეგობას უწევს პოლიცია.

აქციის მონაწილეების თქმით, ნარმანიასთვის მიცემული ვადა უკვე ამოიწურა და მათ სურთ მერის ნახვა, სწორედ ამიტომ უნდათ შენობაში შესვლა.