პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები შეეცდებიან მერიაში შესვლას

მერიასთან აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ მერიისგან საბოლოო პასუხს არ მოისმენენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახლა უკვე პარლამენტის და საკრებულოს დეპუტატები შეეცდებიან მერიაში შესვლას და დავით ნარმანიასთან გასაუბრებას.

ამ დროისთვის შარტავას ქუჩა გადაკეტილია. მობილიზებულია პოლიცია.