კახა კალაძე – 9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა

9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა.