“გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საკრებულოში”

ნანა ხომასურიძე

დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი

პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობა #39

-ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო,ძვირფასო დიდუბელებო!

მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თბილისი,უბანი,ქუჩა,ეზო,სახლი! ფართოდ გახელილი თვალებით შევხედოთ რეალობას და დავსვათ კითხვა-რა გვინდა ქალაქისთვის,ყოველი ჩვენთაგანისთვის?როგორი მერი და საკრებულოს შემადგენლობა გვიხსნის იმ უკუღმართობისაგან,რაც ირგვლივ სუფევს? უიმედობის არც დრო გვაქვს და არც უფლება!

ჩვენი პარტია მეორე არ ჩევნებში იღებს მონაწილეობას ,პარტია კი არის სრულიად ახალგაზრდა, მაგრამ ის შედგება ეროვნული სულისკვეთების მქონე წევრებისაგან .ასევე მეც, ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი,რომელმაც სხვა პატრიოტებთან ერთად გამოვიარე დევნისა და ტყვიების წვიმის უმძიმესი გზა ,რომელიც შემოთავაზებების მიუხედავად არ შევუერთდი ,არ გავურიგდი იმ ძალებს , რომელთა იდეოლოგია ყოვლად მიუღებელი იყო და არის დღემდე .

ასეთი სულისკვეთების მქონე გუნდი ვართ, გუნდი, რომლისთვისაც  თითოეული ადამიანის გასაჭირის გაზიარება და მოგვარება არის მოქალაქეობრივი მოვალეობა გახლავთ.

მე გპირდებით, რომ ვიქნები თითოეული თქვენგანის ხმა საკრებულოში, ყველა პრობლემის გამხმოვანებელი…

მე გპირდებით, რომ მაჟორიტარის “მანდატი არ გახუმდება” და ერთად დავაბრუნებთ რწმენას!