აქცია “არა იძულებით რეგულაციებს” – 29 აგვსტოს ვარდების მოედანზე

საინიციატივო ჯგუფი საზოგადოება და სახელმწიფო

29 აგვისტოს ახალი კოვიდ რეჟიმით შეწუხებული მსოფლიოს გაერთიანებული საზოგადოება დაწესებული იძულებითი რეგულაციების წინააღმდეგ მასშტაბურ აქციას აანონსებს.

საქართველოში საინიციატივო ჯგუფი საზოგადოება და სახელმწიფო სოლიდარობას უცხადებს გაერთიანებული მსოფლიოს პროტესტს. ამ მიზნით, 29 აგვისტოს თბილისში 14:00 საათზე ვარდების მოედანზე (ყოფილი რესპუბლიკის მოედანი) გამართავს აქციას დევიზით “არა იძულებით რეგულაციებს”.

თავისუფალი მედია უნდა აშუქებდეს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს!

შორენა შანიძე

„მეგობრებო მოკლედ როგორც იცით ბერლინში 29 აგვისტოს დაანონსებულია 3 მილიონიანი მსვლელობა კოვიდ-ფაშიზმის წინააღმდეგ..გერმანიაში ჩადიან იტალიიდან,ინგლისიდან.პოლონეთიდან,უკრაინიდან,ესპანეთიდან და უერთდებიან სოლიდარობის ნიშნად.
საინიციატივო ჯგუფს… საზოგადოება და სახელმწიფო – გაგვიჩნდა სურვილი ჩვენი წვლილი შეგვეტანა ამ პროტესტში და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ევროპელ თუ მსოფლიო ხალხებს, ვინც უერთდება კოვიდ-რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს.

– ეს საკითხი ეხება ყველას განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა,ვინაიდან ერთმანეთი,შვილები,მშობლები და რაც მთავარია უფალი და სამშობლო გვაქვს დასაცავი.

– 29 აგვისტოს, 2 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ და ქართველებმაც ვთქვათ ჩვენი სათქმელი!

– მივაწვდინოთ ამ რეჟიმს ჩვენი ხმა: არა კოვიდ-რეჟიმს საქართველოში!
მომწერეთ პირადში ვისაც უნდა ბრძოლა.
გვიერთდებიან ექიმები და იურისტები.
დასაკარგი აღარაფერი გვაქვს.
ეს ღირსების და უფლის გამარჯვებისთვის ბრძოლაა!
დაპირისპირებაც მათი მიზანი იყო და გთხოვთ ყველას,მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს“