ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ მთავრობა დაეთხოვა-აქციები გრძელდება

საპროტესტო გამოსვლები ცხინვალში ა.წ, პარასკევს დაიწყო, როგორც ადგილობრივი მედია წერს, გამოსვლები სტიქიურად დაიწყო და იმის მერე ხალხი არ იშლება.

გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, ქალაქში  მილიციის რაზმებია მობილიზებული.

ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” პროტესტი იმდენად გამძაფრდა, რომ ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი იძულებული გახდა, ე.წ მთავრობა დაეთხოვა. მოსახლეობა ამჯერად ე.წ “გენერალური პროკურორის” გადაყენებას მოითხოვს. ოსების გაღიზიანება ოკუპირებულ ცხინვალში მცხოვრები ინალ ჯაბიევის გარდაცვალების ფაქტს მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, ეგრეთ წოდებულმა სამართალდამცველებმა დააკავეს და წამებით მოკლეს. ვრცელდება წამების დამადასტურებელი შემზარავი ფოტოები.

ანატოლი ბიბილოვი დამნაშავეების დასჯის პირობას დებს, მან ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადადო.