მარინ ლე პენი მოსკოვშია

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი მოსკოვშია. მისი თქმით აუცილებელია საფრნგეთმა და რუსეთმა გაზარონ ერთობლივი მოქმედება ისლამური ფუნდამენტალიზმის წინააღმდეგ.

ლე პენმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის ყალიბდება ახალი სამყარო, რომელიც ჩანასახშივე ორ წინააღმდეგობას აწყდება-გლობალიზაციას და ისლამიზმს, რომლებიც მსოფლიოს ტერორისტული აქტებით საფრთხის წინაშე ამყოფებენ.

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი თვლის, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში რუსეთს დიდი როლი აქვს და საჭიროა ამ მხრივ ძალების გაერთიანება.