ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის ახალი ინიციატივა

უფლებადამცველი, საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარის გიორგი თევზაძის განცხადებით კონკრეტულ ქეისზე საქართველო არასათანადოდ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას რაც სამართლიანობის დამკვიდრებასთან დაკავშირებით შესაძლო ორმაგ სტანდარტზე გვაფიქრებინებს.

„საზოგადოება მედია საშუალებებით ინფორმირებულია საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელმა პროფკავშირმა დაიწყო ახალი ინიციატივის განხორციელება, რომელიც გულისხმობს საქართველოს მოქალაქეების საჩივრებზე მიღებული ევროსასამართლოს დადებითი გადაწყვეტილებების სათანადო აღსრულების მონიტორინგი.

ამ ინიციატივის ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ახორციელებს საზოგადოებრივ მონიტორინგს ნოდარ მაკრახიძისა და შ.პ.ს. „იზას“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ საჩივარზე. ევრო სასამართლომ 2005 წლის 27 სექტემბრის გდწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და კომპანია „იზას“ მოუხსნა დავალიანება, ამავე დროს სახელმწიფოს დააკისრა ზიანის ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, საქართველოს შემოსავლების სამსახური 2007 წელს შ.პ.ს. „იზას“ მიმართ დაკისრებული გადასახადით დღემდე ითხოვს ბიუჯეტის სასარგებლოდ იმ პერიოდის მიხედვით თანხის გადახდას, რომელზეც ევროსასამართლოს უკვე ნამსჯელი აქვს.

ამდენად, არსებობს საკმარისი წინაპირობები, იმისათვის, რომ ფაქტი შევაფასოთ, როგორც ევროსასამართლოს გადაწყვეტილების არასათანადოდ აღსრულება. საკითხის გარკვევის მიზნით შესაბამისი წერილით ორი თვის პერიოდში ორჯერ მივმართეთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს , რომლის მხრიდან ჩვენი, ისევე როგორც შ.პ.ს. „იზას“ განცხადება რეაგირების გარეშე იქნა დატოვებული. რაც ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება მუდმივად აპელირებს სამართლიანობის დამკვიდრების აუცილებლობაზე, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს შემთხვევა ორმაგ სტანდარტზე მიანიშნებს.

წარმოდგენილი გარემოებების ფონზე აშკარაა, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები, მათ შორის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კანონით მათზე დაკისრებულ ფუნქციებს, რომელიც ქმნის ამ უწყების პასუხისმგებელი პირების პოლიტიკური პასხუსიგებლობის დაყენების წინაპირობებს. კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვა კონკრეტული მაგალითებით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს .

იუსტიციის სამინისტრო გონივრულ ვადებში უზრუნველყოფს ჩვენს წერილებზე რეაგირებას. ასევე ვიმედოვნებთ, რომ არ შეიქმება რადიკალური სამართლებრივი ღონისძიების გამოყენების საჭიროება“ – აღნიშნულია განცხადებაში.