პრეზიდენტის რეზიდენციასთან კარტოფილი დაარიგეს (ვიდეო)

მოძრაობა  „ერთად სახლში -საქართველოს“ წევრებმა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარედ, სიმბოლურად კარტოფილი დაარიგეს. მათიო თქმით, ამ ფორმით მათ საპრეზიდენტო არჩევნებზე კარტოფილით ამომრჩევლის მოსყიდვა გააპროტესტეს.

მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ კარტოფილით მოსულ პრეზიდენტს, ისევ კარტოფილით ვადაზე ადრე გაუშვებენ პოსტიდან.

„ვარიგებთ კარტოფილს. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ხმა იყიდება კარტოფილზე, ნებისმიერ რაღაცაზე, ამას მივყავართ ამ შედეგამდე, რასაც დღეს ვხედავთ, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე,“ – განაცხადა მოძრაობის დამფუძნებელმა, ნათია თვალაბეიშვილმა.

https://www.facebook.com/ertadsakhlshisakartvelo/videos/442792432966405/UzpfSTEwMDAwMTk0Mzc5MTc0NDoyODUzNzUyMDM4MDMyODk1/