ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, 26-27 მარტს დაგეგმილი ღონისძიებები

26 მარტს, „ახალ ტფილისში“ ვიზალიბერალიზაციის აღსანიშნავი ღონისძიებები გაიმართება. განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო მონაკვეთი მოირთვება თემატური დეკორაციით.

12:00 საათიდან – „ევროპა ჩვენს ქუჩაზე“ – უწყვეტ რეჟიმში, დაუკრავენ ქართველი DJ-ები: Nika J, Tomma, Bacho, Cobert, Gacha Bakradze, Luna989, Misho Urushadze დასხვა.  ქუჩაზე მოეწყობა ორი საბავშვო სივრცე, სადაც ბავშვებს თემატური თამაშები დახვდებათ, კერძოდ, ისინი სამგზავრო ჩემოდნის ჩალაგებას ისწავლიან, ასევე,  მიიღებენ ინფორმაციას სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შესახებ; სტუმრების განწყობაზე მიმებიც იზრუნებენ.

15:00 საათიდან ყველაზე სახალხო პროექტი, „გვიდირიჟორე“ დაიწყება – ვისაც ოდესმე ორკესტრის დირიჟორობაზე უოცნებია, ამ დღეს ოცნებას აიხდენს.

15:00 საათზე თოჯინური ოპერა ”სევილიელი დალაქი” გაიმართება;

18:00 საათზე ქართული ჯგუფი The Black Marrows  დაუკრავს;

დღესასწაულისკულმინაციაკიკონცერტიიქნება, სადაცყველასთვისკარგადცნობილიევროპულიმუსიკაგაჟღერდება – ფრანგულივალსი, იტალიურიკინომუსიკა, ოპერისვარსკვლავები, ევროპულიჰანგებისტუმრებსმთელისაღამოსგანმავლობაშიგანსაკუთრებულგანწყობასშეუქმნიან.

27 მარტს – 21:00 საათზე ევროპის მოედანზე სპეციალურად ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მოწყობილი ინსტალაციის – საქართველოსა და ევროკავშირის დროშების განათების საზეიმო ღონისძიება და გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება.

21:00 საათზე დაიწყება, 2 საათს გასტანს და საზეიმო ფოერვერკით დასრულდება.