სერგეევი: „რუსეთი მზადაა აფხაზეთის ინვესტირებისთვის“

რუსეთ-აფხაზეთის საქმიანი კავშირის თავმჯდომარე ანდრეი სერგეევი აცხადებს, რომ ამ კავშირს გარჯვეული მიმართულება აქვს და მისი მიზანია მეწარმეობას შეუწყოს ხელი.

-„ჩვენი მიზანია მეწარმეობას შევუწყოთ ხელი. რაც უფრო ხელსაყრელი კლიმატი იქნება ინვესტიციებისთვის, მით მეტი თანხა ჩაიდება. რუსეთში ხალხი უკვე მზადაა ინვესტიციები აფხაზეთში განახორციელონ“-განაცხადა სერგეევმა.