უნებართვო გარევაჭრობა ყველგან აიკრძალება

უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება გრძელდება

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს. „თბილსერვის ჯგუფმა“ კი ტერიტორია დაასუფთავა.