ევროკავშირმა ბელორუსიას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

ევროკავშირმა ბელორუსიას თავისუფალი მარშის დაკავებული მონაწილეების  გათავისუფლებისკენ მოუწოდა, რადგან ასეთი მოქმედება თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა და საფრთხეს უქმნის დემოკრატიას.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების დღესთან დაკავშირებულ აქციაზე ბელორუსიაში ასობით მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველების თქმით ეს არასანქცირებული მიტინგი იყო.