“დრო ვიფიქროთ ახალი ტანკის შექმნაზე”

აშშ-ს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ნაწილების შტაბის უფროსის მოადგილემ გენერალ-ლეიტენანტმა ჯონ მიურეიმ განაცხადა რომ, ამერიკული ტანკი M1 Abrams უკვე აღარ ითვლება საუკეთესო საბრძოლო მანქანად თავის კლასში.

სენატში,შეიარაღებული ძალების კომიტეტის გამოსვლაზე,გენერალმა განაცხადა: «მე ვერ ვიტყოდი რომ დღეს ჩვენ გაგვაჩნია მსოფლლიო დონის ტანკი,როგორც ათწლეულების მანძილზე იყო.». მან ასევე დაამატა: «ვფიქრობ , M1 Abrams ჯერ კიდევ ითვლება ერთერთ საუკეთესო ტანკად სავრძოლო სისტემების გათვალისწინებით. ასე რომ პარიტეტი არსებობს».

ჯონ მიურეიმ განაცხადა რომ M1 Abrams -ის ანალოგიური მანქანები გააჩნიათ ისრაელს,დიდ ბრიტანეთს და რუსეთს.მან ასევე განაცხადა რომ რუსული  Т-90 მაჩვენებლებით ახლოს დგას ამერიკულ ტანკთან. ამას გარდა რუსეთს ასევე გააჩნიათ ახალი  Т-14 «Армата», მაგრამ ეს მანქანა ჯერჯერობით არ არის შეიარაღებაში მიღებული.

გენერალ-ლეიტენანტმა აღნიშნა რომ  M1 Abrams-მა უკვე ამოწურა სამოდერნიზაციო რესურსი და დადგა დრო ვიფიქროთ ახალი ტანკის შექმნაზე. გენერალი თვლის რომ საჭიროა უფრო მსუბუქი ტანკის შექმნა ულტრათანამედროვე დაცვითი სისტემებით აღჭურვილი. მისი თქმით  75-ტონიანი ახალი ტანკის შექმნა შეცდომა იქნება.

წყარო: armada.ge