ვოლსკი: სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რატომ ვარჩევთ მტყუან-მართალს

მარიამ ახალკაცი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, გარდატეხის ასაკში სუიციდი გლობალური პრობლემაა და 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეში არ გვაქვს უფლება მტყუან-მართალი სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივსა და პოლიციას შორის ვარჩიოთ:

„ეს გლობალური პრობლემაა და ამას ესეთი მიდგომა, რომ მაინცდამაინც პიროვნება გამოაჭენო წინ, დააბრალო და ყველა ცოდვა ჩამოჰკიდო, არის ყველაზე ცუდი გზა, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ ამ შემთხვევაში. სისტემა უნდა შეიქმნას, არ შეიძლება მხოლოდ სასჯელით მივუდგეთ ამ საკითხს.

სკოლის დირექცია თვლის თავის თავს დამნაშავედ და ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ სკოლას, პედაგოგიურ კოლექტივს და პოლიციას შორის ვარჩიოთ, ვინ მტყუანია და ვინ მართალია. ყველგან მოხდა დანაშაული და სათანადო დამოკიდებულების დეფიციტის დემონსტრირება და ეს სხვათაშორის, პატარა საქართველოსთვის არ უნდა იყოს პრობლემა, რომ არა სპეკულაციური გამონათქვამები.

არც ერთ ადამიანს, მე ვისაც ვხედავ დღეს მჭახე განცხადებების ავტორებს, მრჩება შეგრძნება, რომ გული არ სტკივათ ამაზე და რაღაც დივიდენდის მიღება უნდა ყველას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ. იგი ამბობს, რომ პირადად, კოლეგებთან ერთად, არ არის განწყობილი იმისთვის, რომ მომხდარი ტრაგედია ვინმეს დააბრალოს: