ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ!

სოსო მანჯავიძე

ერთი სასიხარულო ამბავი მინდა გაგიზიაროთ! უნიჭიერესმა რუსუდან გლურჯიძემ კინოპრემია ნიკა,ე.წ,” რუსული ოსკარი” მოიგო თავის ბრწყინვალე ფილმით “სხვების სახლი!”
ეს რუსუდანის რიგით 14-ე გამარჯვებაა.

მივეჩვიეთ მის გამარჯვებებს, მაგრამ ეს პრემია განსაკუთრებულია პოლიტიკური კონტექსტის გამო.
ვამაყობ რუსუდანთან და მის ოჯახთან მეგობრობით!

საქართველოს კულტურის სამინისტროს კი მოვუწოდებ სასწრაფოდ შეცვალოს პოლიტიკა და “აეროსმიტის” უაზრო ჩამოყვანის ნაცვლად დააფინანსოს ქართული კინო,რომელსაც ისედაც სამარცხვინო ხუთი მილიონი მილიონნახევრით შეუმცირეს.

კადრი ფილმიდან “სხვების სახლი”

GeoMediaTV უერთდება მილოცვას და რუსუდანს კიდევ უფრო მეტ წარმატებას უსურვებს!