რუბენ ცირეკიძე – ფესვებს შემორჩენილი ისტორია

ბლოგი

მიხეილ მუმლაძე

ა(ა)იპ „ჩვენი საქართველოს“ ლიდერი.

პოლიციისა და იუსტიციის
ვიცე-პოლკოვნიკი

რუბენ ცირეკიძე ძალზე ღირსეული ადამიანი იყო!

იმერეთში გავიცანი ერთი თბილისელი კაცი რუბენ ცირეკიძე, იმ პერიოდში როდესაც მისი ვაჟი დავითი ტყიბულის პოლიციის უფროსად ინიშნებოდა. შემდგომში გავიგე, რომ პოლიციის პოლკოვნიკი რუბენ ცირეკიძე ბევრი ჩემი მეგობრის, ახლობლის მეგობარი და ახლობელი ყოფილა ქუთაისშიც, მთელ იმერეთშიც, მარნეულშიც, ბათუმშიც და კახეთშიც.
ჩემმა ძველმა მეგობარმა რუსთაველმა პოეტმა – იუმორისტმა ვანო ცინცაძემ – იგივე ვან-ცინმა 2001 წელს ერთ-ერთ თავის წიგნში რუბენ ცირეკიძეზე ასეთი ლექსი დაწერა:

რუბენ ცირეკიძეს – რუსთაველი ვან-ცინისგან

დიდი გულის, დიდი სულის, დიდი ტანის პატრონს,
ჩემს ძმას რუბენ ცირეკიძეს, ძმობის მწვერვალს, ტატნობს
სიკეთით და სიყვარულით ფოლადსაც რომ ადნობს,
ხალისით და იუმორით დაუშრეტელ, სათნოს,
სულ რომ უყვარს მეგობრები, ღვინო, ლექსის ალი
ყველას რომ აქვს მისი ხათრი, მისი დიდი ვალი.
ყველა კარგი კაცის ძმაკაცს, მეგობრობის მეფეს,
ჭირშიც, ლხინშიც, შინ და გარეთ ყოველდღე რომ მზეს გვფენს.
ამ ექსპრომტს და გულთბილ სალამს ვუძღვნი ბატონ რუბენს,
უიმისოდ ერთი დღითაც ვგავარ ნისლს და ღრუბელს.
ის არც დიდი რუბენსია და არც რუბენტროპი,
საქართველოს პოეზიის არის ერთი სტროფი.
ღმერთო კიდევ მომეც მუზა, ნიჭიც მცირე კიდევ
ღირსეულად რომ დავლოცო რუბენ ცირეკიძე!

იმერეთში ქორწინების მე-20 წლისთავზე ქუთაისში მოწამეთას ეკლესიაში დავიწერე ჯვარი და მეჯვარედ რუბენ ცირეკიძის ვაჟი დავითი მყავდა. შემდგომში თბილისში რომ გადმოვედი სამუშაოდ, ერთ დღეს ყოფილ „კოლმეურნეობის“ მოედანზე შემხვდა რუბენ ცირეკიძე და ძალიან გაუხარდა. მითხრა, გაცნობიდანვე კარგ ადამიანად გთვლი და მინდა რომ ძალზე ვიმეგობროთო თუ შენ წინააღმდეგი არ იქნებიო. შემდეგ მითხრა „ელიავას ბაზრობასთან“ ახლოს რესტორანი მაქვს, ყოველდღე 5-10 მეგობრისათვის სუფრას ვშლი და როდესაც მოიცლი მინდა იქ იაროო.
თვეში ან 2-3 თვეში ერთი-ორჯერ მეც მივდიოდი ამ ღონისძიებაზე, სადაც ვნახულობდი ზოგს ყოფილს და ზოგს იმდროინდელ შინაგან საქმეთა მინისტრებს, მოადგილეებს, პოლიციის პოლკოვნიკებსა და გენერლებს, რომლებთან რუბენ ცირეკიძეს ათეული წლების განმავლობაში ძალზე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.
ხანდახან რუბენმა ასეთი დარეკვაც იცოდა, __მიხეილ, ერთდღიანი გასვლა მაქვს იმერეთში /ან კახეთში/ და შენც უნდა წამოხვიდე.
უკვე რამდენიმე წელია რუბენ ცირეკიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, რასაც მისი მეგობრები, ოჯახის წევრები დიდად განვიცდით. რა ძალზე მართალი სიტყვები დაუწერა ლექსად ვანო ცინცაძემ?

„ჩემს ძმას რუბენ ცირეკიძეს, ძმობის მწვერვალს, ტატნობს
სიკეთით და სიყვარულით ფოლადსაც რომ ადნობს,
ხალისით და იუმორით დაუშრეტელ, სათნოს,
სულ რომ უყვარს მეგობრები, ღვინო, ლექსის ალი
ყველას რომ აქვს მისი ხათრი, მისი დიდი ვალი.
ყველა კარგი კაცის ძმაკაცს, მეგობრობის მეფეს,
ჭირშიც, ლხინშიც, შინ და გარეთ ყოველდღე რომ მზეს გვფენს.
ამ ექსპრომტს და გულთბილ სალამს ვუძღვნი ბატონ რუბენს,
უიმისოდ ერთი დღითაც ვგავარ ნისლს და ღრუბელს.