შპს „ცენტრ პოინტის“ საქმეზე საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და  უკანონო მითვისების ფაქტებზე ბრალდებულები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (მიწებისეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით),  182- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (.. „წილებისეპიზოდი),  180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი ინვესტისეპიზოდი), 180- მუხლისII ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი კრწანისისეპიზოდი), 182- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (შპსმზიური ველისეპიზოდი), ხოლო საქართველოს სსკ-ის 194- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით(შპსმზიური ველისეპიზოდი) გათვალისწინებულ ეპიზოდში ბრალდებულების მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი.

რუსუდან კერვალიშვილის და მაია რჩეულიშვილის ბრალდების საქმის  განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში   მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. მოცემულ საქმეზე დაიკითხა  411 პირი, ჩატარდა 157 საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ამოღებული იქნა შპს „ცენტრ-პოინტ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საქმიანობის ამსახველი სრული დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის მიზნით დაინიშნა შესაბამისი რევიზიები. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  1999 წელს მაიარჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა დაარსეს კომპანიაცენტრ პოინტი ჯგუფი“, რომლის  საქმიანობის მიზანს წარმოადგენდამოქალაქეთაგან მოზიდული თანხების აკუმულირება და სამშენებლო პროექტების განხორციელება. მიუხედავად ამისა კომპანიის საქმიანობის დროს სამშენებლო კომპანიაცენტრ პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა  მენაშენეების მიერ შეტანილი თანხების თაღლითურად დაუფლებასა და  მითვისების ფაქტებს, რამაც საბოლოო ჯამში შეუძლებელი გახადა კომპანიის მიერმენაშენეთა წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ ამხანაგობათაბუკაშვილი 88“-ის სამშენებლო პროექტის განსახორციელებლადშექმნილი ევრაზიის საინვესტიციო სააგენტოში შემოსული თანხებიდან მათ მიერ ყალბი სალაროს გასავლის ორდერების შედგენის გზითეტაპობრივად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა 2.403.750 ლარი. მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული თანხების ნაწილი– 1.556.950 ლარი გაწერილი იქნა ამხანაგობაწყნეთი 2004“-ის მიერ 15 000 კვ/ მიწის ნაკვეთის შესაძენად, მაშინ როდესაც აღნიშნულ მიწისნაკვეთში კომპანიას ეს თანხა არ გადაუხდია და იგი შეძენილი იქნა სხვა დროს, სხვა სახსრებით.

ანალოგიური თაღლითური სქემით, თითქოსდა სხვადასხვა უძრავი ქონების შესაძენად მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისმიერ გაწერილი და შემდეგში მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული იქნა თანხები: ) ამხანაგობადიღომი-2004“ – 200 200 ლარი; )ამხანაგობაბაგები 2004“ – 546 000 ლარი; ) ევრაზიის საინვესტიციო სააგენტო – 288 800 ლარი.

2005-2008 წლებში მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა წინასწარი შეთანხმებით, არაერთგზის, „ევრაზიის საინვესტიციოსააგენტო“- სალაროდან  პირადად და მათი ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით, სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული, ჯერკიდევ მშენებლობის დასრულებამდე წინასწარ განსაზღვრული .. „წილებისმიღების საფუძვლით, გაიტანეს მენაშენეთა კუთვნილითანხები 4.133.341,62 აშშ დოლარის ოდენობით და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რამაც მენაშენეთა კანონიერი ინტერესისდარღვევა გამოიწვია და მათ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

2007 წლის 28 დეკემბერს რუსუდან კერვალიშვილმაცენტრ პოინტისგან” სესხის სახით მიიღო 400.000 აშშ დოლარი, შემდგომში ხსენებული თანხის მისაკუთრებისა და თითქოსდა სამართლებრივი საფუძვლების შექმნის მიზნით, 2011 წლის აპრილში, საქართველოს პარლამენტისთავმჯდომარის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, რუსუდან კერვალიშვილის ორგანიზებით გაფორმდა ფიქტიური სესხის და ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თითქოსდა შპს „ცენტრ-პოინტმა“ ვალის სანაცვლოდ მიიღო  მოქალაქეების გიორგი ზარიძის დაგიორგი გუბელაძის სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებული ამხანაგობაწყნეთი-2004“-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთები, მაშინ როცა ხსენებული მიწის ნაკვეთი შპს „ცენტრ-პოინტი“-ს მიერ შეძენილი იყო 2006 წელს. აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით მოხდა სესხის სახით აღებული თანხის გაქვითვა, რის გამოც ზარალი განიცადესცენტრ პოინტ ინვესტის“ კლიენტებმა.

ანალოგიური სქემით, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიერ გაქვითული იქნა შპსცენტრ პოინტ ინვესტისგანაღებულისესხი 215 500 აშშ დოლარის ოდენობით.

2004-2009 წლებშითაბუკაშვილი 88“-ის ბინათმშენებლობისთვის მობილიზებული იქნა 27.701.299,13 აშშ დოლარი, მათ შორისმენაშენეების/წევრების შენატანებმა შეადგინა 23.380.000 აშშ დოლარი, საიდანაც მაია რჩეულიშვილმა მიითვისა 1.065.159 აშშ დოლარიხოლო მაია რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა მითითებული თანხის გარდა დამატებით ერთობლივად მიითვისეს – 2.023.202 აშშდოლარი და 2.403.750 ლარი;

მათ მიერ ასევე მითვისებული იქნა . თბილისში, თვალის კლინიკასა და კრწანისის II ჩიხს შორის მდებარე სამშენებლო პროექტისსახსრებიდან 4 120 188  ლარი.

მთლიანობაში მოცემულ საქმეზე მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი როგორც თაღლითურად, ასევე  მითვისების გზით დაეუფლნენ 5 548 341 აშშ დოლარსა და 20 692 408 ლარს.

გამოძიების ეტაპზე  რუსუდან კერვალიშვილს წარედგინა ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (მიწების ეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით),  182- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (.. „წილებისეპიზოდი),  180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი ინვესტისეპიზოდი), 180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი კრწანისისეპიზოდი), 182- მუხლის IIნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (შპსმზიური ველისეპიზოდი), 194- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (შპსმზიური ველისეპიზოდი).

მაია რჩეულიშვილს წარედგინა ბრალდება  საქართველოს სსკ-ის 180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (მიწებისეპიზოდი – 2006 წლის 28 აპრილამდე მოქმედი რედაქციით),  182- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (.. „წილებისეპიზოდი),  180- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი ინვესტისეპიზოდი), 180- მუხლისII ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით („ცენტრპოინტი კრწანისისეპიზოდი), 182- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (შპსმზიური ველისეპიზოდი), 194- მუხლის II ნაწილისდა III ნაწილისქვეპუნქტებით (შპსმზიური ველისეპიზოდი);

თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს მიუსაჯა ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდათ 1/3 – ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად  განესაზღვრათ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე საქმის სასამართლოში განხილვისას საქართველოს პროკურატურა, ბრალდებულების მხრიდან 6000-მდე დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე. მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობდა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, ბრალდებულების მხრიდან არ მოხდა ზიანის ანაზღაურება და სამშენებლო ობიექტების დასრულება.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ამჟამად ცალკე ეპიზოდებად იხილება მაია რჩეულიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის კიდევ ორი საქმე  მენაშენეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მითვისებისა და მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენის სამოტივაციო ნაწილის გაცნობის შემდეგ ბრალდების მხარე იმსჯელებს გამამართლებელ ნაწილში სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე.