სასულიერო პირი ფილიპე აბაშიძე სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას ნარკომან კაცს ადარებს

„ნინო წმინდის პანსიონში მყოფ ბევშვებთან ნინო ლომჯარიას გასაუბრებას მეუფე არ დაუშვებს, რადგან პასუხისმგებელია მათ სულებზე ღვთის წინაშე“,- ამის შესახებ დეკანოზმა ფილიპე აბაშიძემ  „ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

როგორც მან  აღნიშნა, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ნარკომანი კაცის მსგავსად საშიშია და ბავშვებთან მისი შესვლა ყოვლად დაუშვებელია.

„ქალი, რომელიც მამაკაცსა და დედაკაცს ვერ არჩევს, ასეთი ადამიანის შესვლა პანსიონში ძალიან საშიშია. ბავშვებმა იციან როგორი მსოფლმხედველობისაა ეს ადამიანი. მეუფე ბავშვებთან ნინო ლომჯარიას გასაუბრებას არ დაუშვებს, რადგან პასუხისმგებელია მათ სულებზე ღვთის წინაშე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნარკომან ადამიანს, რომელსაც ჯიბეები ნარკოტიკით სავსე აქვს, სახლში შემოუშვებ?! საშიშია ხო?! ასეთივე საშიშია ნინო ლომჯარიას მსგავსი მსოფლმხედველობის ადამიანის შეშვება ბავშვებთან პანსიონში“, – განაცხადა ფილიპე აბაშიძემ.