“ნებისმიერ ქვეყანაში სეპარატისტების მიერ ცხადებული დამოუკიდებლობა ფარსია!”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე 2017 წლის 1 ოქტომბერს კატალონიაში „დამოუკიდებლობის გამოცხადებას „სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

-“ნებისმიერ ქვეყანაში სეპარატისტების მიერ ცხადებული დამოუკიდებლობა ფარსია და მას არავითარი კავშირი არაქვს საერთაშორისო სამართლებრივ ურთიერთობასთან…. ისევე როგორც საქართველოში ( აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ), ამასთანავე მივესალმები საქართველოს საგარეო უწყების ოფიციალურ პოზიციას რომელიც მხარს უჭერს ესპანეთის სამეფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, ამასთანავე მნიშვნელოვანია ევროკავშირის პოზიცია რომელმაც ეგწ. რეფერენდუმი არაკანონიერად მიიჩნია, ხოლო 2 ოქტომბერს ევროკომისიამ გაავრცელა განაცხადება , მასზედ რომ ესპანეთში მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, რეფერენდუმის ჩატარების უფლება მხოლოდ ცენტრალურ მთავრობას აქვს. შესაბამისად, კატალონია, როგორც ავტონომიური ერთეული, ცალმხრივად რეფერენდუმს, კანონის ფარგლებში, ვერ ჩაატარებს, ძალზეც მნიშვნელოვანი იყო ასეთი ცალცახა და ერთსულოვანი დამოკიდებულება და პოზიცია ყველა იმ ავტორიტეტულ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებათ შეფასეს ეგრწ „ დამოუკიდებლობის გამოცხადება „ რაც თავისთავად კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზეც, რომ ანალოგიური სეპარატისტული მოძრაობა და მათ მიერ ნებისმიერი რეგიონის დამოუკიდებლობის გამოცხადება უკანონოა და არავითარ კავშირში არააქვს საერთასორისო სამართლებრივ ურთიერთობასთან როგორც ესპანეთის ტერიტორიაზე კატალონიის სახით, ასევე საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და სამაჩაბლოსთან („სამხრეთ-ოსეთის“)მიმართებაში”