2017 წელი – პეკინის ტურნირი ჩოგბურთში

ზურა ხვიჩია

2017 წლის პეკინის ტურნირზე ჩოგბურთში, რეიტინგის პირველმა ნომერმა რაფაელ ნადალმა მძიმე ბრძოლაში 4-6 , 7-6 , 7-5 ფრანგი ჩოგბურთელი ლუკას პოული დაამარცხა.

 როგორც რაფაელ ნადალმა თამაშის შემდეგ აღნიშნა:

    მისთვის ეს მატჩი მოულოდნელად რთული აღმოჩნდა, თუმცა მეორე სეტში შეძლო კონცენტრირებულიყო თითოულ გათამაშებაზე და მიუხედავად მოწინააღმდეგის აგრესიული თამაშისა მაინც შეძლო მისი დამარცხება.

უნდა აღინიშნოს რომ მეორე სეტის ტაიბრეიკზე ფრანგ ჩოგბურთელს ჰქონდა ორი მატჩბოლი თუმცა რაფაელ ნადალმა მაინც მოახერხა მისი დამარცხება.

მიუხედავად რთული მატჩისა რაფაელ ნადალი ამ ტურნირზე მაინც ფავორიტათ ითვლება და ATP რეიტინგში მსი პოზიციების გასამყარებლად ამ ტურნირზე გამარჯვება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ტურნირიდან პირველივე ეტაპს გამოეთიშა ქართველი ჩოგბურტელი ნიკოლოზ ბასილაშვილი , რომელიც ავსტრალიელ ჩოგბურთელთან ნიკ კირგიოსთან ორ სეტში  6-1, 6-2  დამარცხდა.

წარმატებული აღმოჩნდა გათამაშების პირველი ეტაპი რეიტინგის 8 -ე ნომრისთვის ბულგარელი გრიგორ დიმიტროვისთვისაც . დიმიტროვი თავისი ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე რაფაელ ნადალის შემდეგ შეგვიძლია ტურნირის ერთერთ ღირსეულ ფავორიტად მივიჩნიოთ ფავორიტების სიაში შეგვიძლია ასევე მოვიხსენიოთ გერმანელი ალექსანდრე ზვერევი და არგენტინელი ხუან მარტინ დელ-პოტრო .