საქართველოს საზღვარი 28 ათასზე მეტმა რუსმა “იეღოვას მოწმემ” გადალახა

რუსეთში იეღოვას მოწმეებისთვის საქმიანობის აკრძალვის შემდეგ, რელიგიური მოძრაობის წევრები საქართველოში აპირებენ მოღვაწეობის გაგრძელებას.

ქართველი “მოწმეები” მათ აეროპორტსა და ლარსის საზღვარზე ხვდებიან. ბოლო მონაცემებით, 23 მარტიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ექსტრემისტული საქმიანობის ბრალდებით აუკრძალა საქმიანობა იეღოველებს, საქართველოს საზღვარი 28 ათასზე მეტმა რუსმა “იეღოვას მოწმემ” გადალახა.

ეკონომიკის ქართველი ექსპერტები დადებითად აფასებენ საქართველოს ტერიტროიაზე ვიზიტორთა რაოდენობის ასეთ მკვეთრს ზრდას. ისინი აცხადებენ, რომ მეზობელ ქვეყნებში მსგავსი რელიგიური, თუ სხვა ორგანიზაციების საქმიანობების შეზღუდვა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ტურიზმს საქართველოში.

ადამიანის უფლებათა დამცველები, თავის მხრივ, მომლოცველთა ასეთი დიდი ნაკადისათვის საქართველო მზად არ არის და საჭიროა დაჩქარებული ტემპით მოხდეს მათი თავშეყრის ადგილებისა და განსახლებისათვის საჭირო მინიმალური პირობების შექმნა.

ექსპერტი რუსეთის საკითხებში აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 12 მილიონი მიმდევარი ყავს ამ მიმართულებას და საქართველო ვერ გაუძლებს ასეთი ნაკადის მიღებას თავის ტერიტორიაზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო.

წყარო: pia.ge