“დღეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვგეგმავდით მე და კუპრავა…”

ზაზა სარალიძე მოუწოდებს მოქალაქეებს დღის 14:00 საათზე მივიდნენ რუსთაველის გამზირზე.

არსებული ინფორმაციით, იგეგმება მასშტაბური აქცია.

„მოვუწოდებ მთელს საქართველოს, ყველა პოლიტიკურ პარტიას და ამასთან ერთად მმართველ გუნდსაც, გამოვიდნენ აქ და ერთად ვიბრძოლოთ სამართლიანობის აღდგენისთვის. რაც შეეხება იმ ბიჭებს ვინც დააკავეს, დაუყოვნებლივ დააბრუნონ თავიანთ ადგილებზე.

დღეს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას ვგეგმავდით მე და ზვიად კუპრავა. როგორც კი ბანკები გაიხსნებოდა და მაგის გარეშე ვერანაირად ვერ გავაკეთებ, ვაპირებდით ბავშვისთვის თანხის გადარიცხვას, ჩემი შვილის სახელით იყო ფონდი შექმნილი, მაგრამ ვერ მოვასწარით ფონდის გახსნა და ზვიადის ორგანიზაციის ანგარიშზე ირიცხებოდა, გვქონდა დაგეგმილი, რომ ანანო ბერიძისთვის გადაგვერიცხა ეს თანხა. რომელიც სასწრაფო საოპერაციოა, დააბრუნონ სასწრაფოდ კუპრავა უკან, რათა მოვახერხოთ ელემენტარული მარტო ამ ბავშვისთვის თანხის გადარიცხვა, რომ ოპერაცია გაუკეთონ,“-განაცხადა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა და კიდევ 3 პირი ამ დილით სამართალდამცველებმა დააკავეს.