ლონდონში დინოზავრები გამოჩდნენ

ლონდონის დასავლეთ ნაწილში დინოზავრები გამოჩნდნენ. მათი ღრიალი არე-მარეს აყრუებს, მაგრამ სულაც არ ერჩიან მოქალაქეებს, არც მცენარეებს ანადგურებენ. ნატურალური სიდიდის მაკეტები ჩინეთში შეიქმნა და მერე ნაწილ-ნაწილ იქნა გადატანილი დიდბრიტანეთში.

გამოფენა ოსტერლი-პარკში 35 ანიმატორულ დინოზავრს აერთიანებს, რომელთა შორის არის ტირანოზავრები და 16 მეტრიანი დიპლოდოკი.

დინოზავრები ლონდონში კიდევ რამდენიმე დღე დარჩებიან და შემდეგ მსოფლიო ტურში გაემგზავრებიან, ისინი ყველა ქალაქს ეწვევიან.