სასიამოვნოა, როცა რუსეთის მოქალაქე მსოფლიოს გასაგონად წერს-აფხაზეთი საქართველოა!

ეს ფოტოები ინტერნეტში და უცხოენოვან სხვადასხვა სააგენტოებზე ფიოდორ ლაშკოვმა გაავრცელა. საქართველოს ულამაზესი კუთხე აფხაზეთი რომ მართლაც ლამაზია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენი ყურადღება მიიპყრო რუსეთის მოქალაქის ლაშკოვის წარწერამ, რომლითაც ფოტოები გაავრცელა:

-„ყველა ფოტო გადაღებულია აფხაზეთში (საქართველო) მცირემოტორიანი თვითმფრინავიდან. ავტორი ფიოდორ ლაშკო“

დაგვეთანხმებით, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა თავად რუსეთის მოქალაქე მსოფლიოს გასაგონად წერს-აფხაზეთი საქართველოა!

2017 წელი