„ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ქალები შეშფოთებას გამოვხატავთ…”

რუსუდან კერვალიშვილის დაკავებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ქალბატონები ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

„ჩვენ, სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე მყოფი ქალები შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის დაპატიმრების გამო.

ვთვლით, რომ ყველა სისხლის სამართლებრივი ბრალდება გამოძიებული უნდა იქნას და სასამართლო გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სამართლიანი სასამართლოს სტანდარტის დაცვით. ბრალის დადასტურების შემთხვევაში სასჯელის ზომა უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის პროპორციული და სხვა ფაქტორებთან ერთად უნდა ითვალისწინებდეს პიროვნების, ამ შემთხვევაში ქალბატონი რუსუდანის უაღრესად დიდ წვლილს საქართველოს საპარლამენტო მუშაობის განვითარების პროცესში.

კონკრეტული სისხლის საქმის სამართლებრივ დეტალებზე მსჯელობა სცდება ამ საკითხში ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილისთვის ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა არ წარმოადგენს პროპორციულ სასჯელს. ასევე გამოვთქვამთ შეშფოთებას რუსუდან კერვალიშვილის დის, ქალბატონი მაია რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შეუსაბამო საპატიმრო პირობებისა და მის წინააღმდეგ წინასწარი პატიმრობის გამოყენების გამო.

ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური კუთვნილებისა, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება ქალბატონი რუსუდან კერვალიშვილის საქმეში, არ დაუშვას შერჩევითი მართლმსაჯულება და სისხლის სამართლებრივი მექანიზმები გამოიყენოს ლეგიტიმური მიზნებისთვის, მათ შორის დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და არა კონკრეტული პირის და ოჯახის მიმართ ანგარიშსწორებისათვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერები:

1. ნატო ასიტაშილი – სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო

2. თინათინ ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

3. ნინო ბურჯანაძე – გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა

4. მარიამ გერსამია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

5. ხათუნა გოგორიშვილი – მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული