კიბერდანაშაული ჩვეულებრივ დანაშაულს აჭარბებს – კონფერენციის ბოლო დღეს განხილული საკითხები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, რომლებიც ვესმინსტერის დემოკრატიული ფონდის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობდნენ, დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაასრულეს.

კონფერენციის, ბოლო, მეხუთე დღეს განხილული იყო კიბერუსაფრთხოების საკითხები.

პირველი სესია შეეხებოდა ჰაკერობას, მის სხვადასხვა სახეობებს და იმ სტრატეგიებს, რომელთა განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება კიბერთავდასხმების თავიდან აცილება. სესიაზე ისაუბრეს ასევე, ამ მიმართულებით ხელისუფლებების წინაშე არსებულ მიმდინარე გამოწვევებზე.

კონფერენციის დელეგატებმა ეროვნული კიბერუსაფრთხოების ცენტრის როლი განიხილეს, რომლის მისიაა – დიდი ბრიტანეთი გახდეს  ყველაზე დაცული ადგილი. აღინიშნა, რომ რადგან კიბერდანაშაული  ჩვეულებრივ დანაშაულს აჭარბებს, საჭიროა კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაზრდა, რაც ინფორმაციის გაზიარებას გაადვილებს და ხელს შეუწყობს  ამ სახის დანაშაულის წინააღმდეგ შესაძლებლობების გაძლიერებას.

სესია დაიხურა კიბერუსაფრთხოების შესახებ ელექტრონული სახელმძღვანელოს ოფიციალურად გამოყენების დაწყებით. ელექტრონული სახელმძღვანელო, რომელიც შეიქმნა დიდი ბრიტანეტის თანამეგობრობის ასოციაციის მიერ, წარმოადგენს რესურს პარლამენტარებისთვის, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. სახელმძღვანელო შეიქმნა 100–მდე ექსპერტის მონაწილეობით.

დელეგატებმა განიხილეს პარლამენტარების სპეციფიკური როლი კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ გამოწვევები, რომლის წინაშე პარლამენტარები დგანან არის კანონის უზენაესობის დაცვა კიბერსივრცეში – სივრცესში, რომელიც არ ექცევა სახელმწიფოს საზღვრების რეგულირების ქვეშ.  მსჯელეობა გაიმართა კიბერდანაშაულის თაობაზე ბუდაპეშტის კონვენციაზე და რამდენიმე სტრატეგიაზე, რომელიც  ეროვნული კანონმდებლობის დონეზე კიბერდანაშაულთან მიმართებით გამოიყენება.

სესიაზე, ასევე განიხილეს საპარლამენტო კომიტეტების როლი, დიდი ბრიტანეთის ეროვნული უსაფრთხოების სტარატეგიის გაერთიანებული კომიტეტის მაგალითის მიხედვით.

ბოლო სესიაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტარების როლზე პარტნიორობის ჩამოყალიბების კუთხით, რომელიც მნიშვნელოვანია კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ გაერთიანებისთვის. სესიაზე ხაზი გაესვა იმ საკითხს, რომ საზოგადოება წარმოადგენს ძლიერ ძალას კიბერდანაშაულთან ბრძოლის პროცესში და ამასთან, პარლამენტარებისათვის აუცილებელია, რომ მათ ურთიერთობა ჰქონდეთ ორგანიზაციებთან და კერძო პირებთან. „გლობალური ურთიერთადმოკიდებულება კიბერუსაფრთხოების სფეროში ასევე ნიშნავს იმას, რომ გლობალურ დონეზე, ერებს საჭროა ჰქონდეთ კომუნიკაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება მსოფლიოს ერთ ნაწილში დღეს და რა შეიძლება მოხდეს ხვალ მის მეორე ნაწილში“,-აღინიშნა კონფერენციაზე.

დღის ბოლოს, დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო თანამეგობრობის ასოცოაციამ მადლობა გადაუხადა ყველა  დელეგატსა და მომხსენებლებს, ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში მონაწილეობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქმიანი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში, ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღონისძიების დროს, 37 ქვეყნის 90 დელეგატი მსჯელობდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ გამოცდილებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრატეგიებზე, მოქალაქეების ტერორიზმისგან დაცვის მექანიზმებზე, კიბერდანაშაულის მზარდ საფრთხეებზე და ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერ უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პარლამენტარების როლზე.