დღეს სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით მთაწმინდის ფორუმი გაიმართება

დღეს, 3 აპრილს, 18:00 საათზე, რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზში, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის, ინიციატივით და ორგანიზებით, გაიმართება მთაწმინდის ფორუმი.

მთაწმინდის ფორუმზე წარმოდგენილი იქნება, ყველა ის პიროვნება, ორგანიზაცია, ბიზნესი თუ კულტურული დაწესებულება, რომლებიც ქმნიან და წარმოადგენენ მთაწმინდას.

საზოგადოების, ბიზნესის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები ისაუბრებენ უბნის გაცოცხლებისა და განვითარების გეგმის შესახებ. ფორუმზე დაგეგმილია სხვადასხვა იდეების, პროექტების, წინადადების წარდგენა, გაცვლა და მათი განხორცილების გზების დასახვა, რომელშიც ყველა შეიტანს თავის პატარა თუ დიდ წვლილს.

ფორუმის მიზანია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს უბნის ცხოვრებაში, სხვანაირი იდეების და ინიციატივების წარდგენა საბოლოოდ მიგვიყვანს იქამდე, რომ ეს ისტორიული უბანი გააცოცხლებს სხვადასხვა პროცესებს ქალაქში და გახდება მაგალითი სხვა უბნებისთვის.