გარემოვაჭრეების განცხადებით, მათ არ სურთ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. აღნიშნული ტერიტორია “თბილსერვისჯგუფმა” დაასუფთავა. შესაბამისად, გარემოვაჭრეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლება აღარ მიეცემათ.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D/

მერიის ამ ქმედებას გარემოვაჭრეების აქცია მოჰყვა. სტადიონთან შეკრებილ გარემოვაჭრეებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავარდაშვილი შეხვდა. გამგებელმა მათთან ერთად ის ალტერნატიული ფართები დაათვალიერა, რომელსაც ბაზრობების ასოციაცისა მათ სთავაზობს. გარემოვაჭრეების განცხადებით,  მათ არ სურთ ბაზრის შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობა, რადგან სალარო აპარატის გამოყენების შემთხვევაში მოგება არ დარჩებათ.

დღესვე იმ ტერიტორიაზე, სადაც გარემოვაჭრეები ვაჭრობდნენ, ასფალტის აყრა და გზის სავალი ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყეს. კომენტარი ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელმაც გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, 6 თვის განმავლობაში არც ერთი გარემოვაჭრე დახლის საფასურს არ გადაიხდის.